მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი: საქართველო უნდა გახდეს საინვესტიციო ბრენდი

5e562cb46c445
ვიქტორია მღებრიშვილი
26.02.20 12:29
1048
"ყველა მოვლენა, რაც ხდება მსოფლიოში, ჩვენზე ახდენს გავლენას", - ამის შესახებ bm.ge-ის "ნატახტარის" კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, საქართველო გლობალური ეკონომიკია ნაწილია, შესაბამისად, ბიზნესზე, რომელიც ეკონომიკის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, მოქმედებს როგორც ადგილობრივი პრობლემები, ასევე მსოფლიოში განვითარებული მოვლენები, იქნება ეს კორონავირუსის გავრცელება თუ სხვა ფაქტორი.

საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე საუბრისას, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა თქვა, რომ „საქართველო უნდა გახდეს საინვესტიციო ბრენდი”.

„საქართველო უნდა გახდეს საინვესტიციო ბრენდი. კი, ბევრი პრობლემაა, მათ შორის ლოკალური. ჩვენ ბიზნესებს ვეღარ განვიხილავთ ლოკალურად. აქედან გამომდინარე, ყველა მოვლენა, რაც ხდება მსოფლიოში, ახდენს ჩვენზე გავლენას; გვინდა თუ არ გვინდა, გლობალურ კონტექსტში განიხილება ყველაფერი. ამ დროს სახელმწიფოს როლი იმაშია, რომ აამოქმედოს წახალისების მექანიზმები. მსოფლიო დინამიკას მიჰყვება საქართველო, იმიტომ, რომ ჩვენ ინტეგრირებულები ვართ და მომავალში ინტეგრაციის ხარისხი უფრო მეტად გაიზრდება", - განაცხადა " ნატახტარის" კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა.