მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი ყველა ახალ რეგულაციაზე 1 წლით უარის თქმის ინციატივით გამოდის

5f1189c5e8912
ვიქტორია მღებრიშვილი
17.07.20 20:40
2799
კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორის ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის განცხადებით, ბიზნესებს უნდა ჰქონდეთ დაკარგული პოზიციების დაბრუნების საშუალება.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი განმარტავს, კრიზისულ პერიოდში ხელშეწყობა არამხოლოდ ტურიზმის სექტორს, არამედ მის მომიჯნავე ინდუსტრიებსაც ესაჭიროება.

„ბიზნესებს უნდა ჰქონდეთ დაკარგული პოზიციების დაბრუნების საშუალება, რაც აუცილებლად ფინანსებზე წვდომის საშუალებით უნდა გამოიხატოს, მათ შორის შეღავათების, გადასახადების გადავადებით, არამხოლოდ ტურისტული ინდუსტრიისთვის, არამედ ყველა იმ დარგისთვის, რომელიც მასთან მეტ-ნაკლებად დაკავშირებულია. მაგალითისთვის გეტყვით, რომ მთელი ჰორეკა სექტორი სასმელების ინდუსტრიის 25%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ეს სეგმენტი დავკარგეთ, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასმელების ინდუსტრიის მიმართ პოსტპანდემიური სტიმულირების პაკეტი ჯერ არ გვაქვს. თუმცა, ჩვენ ამაზე აქტიურ კომუნიკაციაში ვართ და ვითხოვთ ხელისუფლებისგან“, - განაცხადა „ნატახტრის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა.

მან ასევე, ის საკითხები ჩამოთვალა, რომელიც წარმოებებს პოსტ-კოვიდურ პერიოდში ფუნქციონირების გაგრძელებისთვის ესაჭიროებათ, მათ შორის არის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებით გარკვეული რეგულაციების ვადის გადავადება და საგადასახადო შეღავათები.

„ერთ-ერთი შეღავათი, რასაც ბიზნესი ითხოვს არის ის, რომ მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში ყველა ახალი რეგულაციის მიღების პროცესი უნდა შევაჩეროთ, ანუ ყველა ის რეგულაცია, რომელიც დამატებითი ტვირთი იქნება ბიზნესისთვის. ჩვენ თუ ამაზე შევთანხმდით, ეს იქნება უსერიოზულესი შეღავათი კერძო სექტორისთვის, ანუ ამ ეტაპზე გავაჩეროთ ყველა ის ვალდებულება, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულებით აღებული, რომლის შესრულებაც ჩვენ გვიწევს, მათ შორის არის შრომის კანონმდებლობა.

ამასთან, გვჭირდება გადასახადების გადავადება მინიმუმ წლის ბოლომდე და ჩვენ უნდა შევხედოთ კოვიდის გავრცელების დინამიკას, შეიძლება ეს უფრო გადავადდეს. ჩვენს შემთხვევაში საუბრია აქციზის გადასახადზე.

იმისიც კარგად გვესმის რომ ხელისუფლებას სოციალური და სხვა მრავალი პროექტისთვის შემოსავლები და ბიზნესიდან ამოსაღები თანხა სჭირდება, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში გრძელვადიანად უფრო მეტი ეფექტი ექნება, იმისათვის რომ ბიზნესმა ფუნქციონირება არ შეაჩეროს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვგულისხმობ წარმოებებს“, - განმარტა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.