მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ნიკორა ჯგუფის" შემოსავალმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა

647479fa646e9
შოთა ტყეშელაშვილი
29.05.23 17:22
5071
“ნიკორა ჯგუფის" მთლიანმა შემოსავალმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა - ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის ფინანსური ანგარიშიდან ხდება ცნობილი. გაორმაგდა ჯგუფის წმინდა მოგებაც და მან 67 მილიონ ლარს მიაღწია.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ჯგუფს შემოსავლების 35%-იანი მატება ჰქონდა, ხოლო ჯგუფის აქტივების ზომა 30%-ით, 539 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

ამ მაჩვენებლებით, "ნიკორა ჯგუფი", რომელიც სუპერმარკეტების ქსელს, საბითუმო და საცალო ვაჭრობის სფეროში მომუშავე კომპანიებს და ხორცპროდუქტების საწარმოს აერთიანებს, ქვეყანაში ვაჭრობის სფეროს #1 მოთამაშეა.

ცნობისთვის, ნიკორა ტრეიდმა 2022 წელს სუპერმარკეტების რაოდენობა 388-დან 465-მდე გაზარდა, ამასთან 7,653-დან 8,185-მდე გაიზარდა თანამშრომელთა რაოდენობა. 

ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, 1,012,000,000 ლარის შემოსავლიდან “ნიკორა ჯგუფმა” 2022 წელს 89,600,000 ლარის გადასახადები გადაიხადა, რას მას ერთ-ერთ მსხვილ გადასახადის გადამხდელად აქცევს.

სააქციო საზოგადოება “ნიკორას” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და უმსხვილესი პარტნიორია ვასილ სუხიაშვილი, რომელიც აქციების 25%-იან პაკეტს ფლობს. კომპანიის მსხვილი პარტნიორები ასევე ოლეგ გუბანოვი, დავით დუმბაძე, ვასილ ტარადინი და თალიკო ცირეკიძე არიან.