მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნიკორა": რეგიონებში სამარშრუტოებით გადაგვყავს დასაქმებულები

5e837f9cbe099
ანი ციხისთავი
31.03.20 22:44
1644
“დღეიდან, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი აიკრძალა, ამ სიტუაციაზე გადაწყობა დავიწყეთ. რეგიონებში უკვე ხორციელდება თანამშრომლების სამარშრუტოებით გადაყვანა, თუმცა თბილისში დღეს მხოლოდ ნაწილის ტრანსპორტირება მოვახერხეთ”,- ამის შესახებ BM.GE-სთან “ნიკორას” PR მენეჯერმა ანა კოშაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, დღეს თბილისის ფილიალებში კომპანიამ თანამშრომლების ნაწილის გადაყვანა სხვადასხვა ტრანსპორტით მოახერხა. “ზოგიერთ შემთხვევაში თანამშრომლები საკუთარი ავტომობილით მივიდნენ სამსახურში, თუმცა ტრანსპორტირების ხარჯებს, რა თქმა უნდა, კომპანია ფარავს”,- აღნიშნავს ანა კოშაძე.

კოშაძის თქმით, “ნიკორას” თბილისის ფილიალებში თანამშრომლების ტრანსპორტირება უკვე 2 დღეში მოგვარდება, თუმცა, ზუსტად არ იციან რომელ ტრანსპორტს გამოიყენებენ ამისთვის.

“ჩვენ არა მხოლოდ მაღაზიები, არამედ საწარმოებიც გვაქვს. წარმოების ყველა თანამშრომლის ტრანსპორტირებას ხვალიდან უკვე სრულად მოვახერხებთ”,- აცხადებს “ნიკორას” PR მენეჯერი.

კომპანიაში ჯერჯერობით ტრანსპორტის რაოდენობასა და ამ ცვლილებების ხარჯებზე საუბარი არ შეუძლიათ. “300-მდე ფილიალი გვაქვს, ამიტომ ძნელია ზუსტ რიცხვებზე საუბარი. რა თქმა უნდა, ეს გადაწყობა დიდ და გაუთვალისწინებელ ხარჯებთან არის დაკავშირებული”,- აღნიშნავს კოშაძე.