14.მარტი .2020 20:32

ნიკორას გენ დირექტორი: არ მგონია, რაიმე დრამატული ცვლილება პროდუქციის ფასებში მოხდეს

views 1076
უკან

ქსელური მარკეტების წარმომადგენლები დღეს პრემიერ მინისტრს შეხვდნენ. მათ მთავრობის წევრებს პროდუქციის მარაგებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ „ნიკორას“ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, მოსახლეობის მხრიდან პანიკური შესყიდვების მიუხედავად ქსელებში პროდუქციის დეფიციტი არ შეიქმნება.

"ჩვენ გვაქვს როგორც სადისტრიბუციო ქსელი,ისე წარმოება, მაღაზიების ქსელი, ამიტომ თავიდან ბოლომდე ვხედავთ იმას, თუ რა სიტუაციაა დღეს ქვეყანაში. სინამდვილეში არანაირი შიში, არანაირი საფრთხე, რომ პროდუქტის ან ნედელეულის დეფიციტი იქნება, გამორიცხულია.

მთავრობა ყოვედღიურ კავშირშია ჩვენთან, ქსელებთან. პულსზე უდევთ ხელი თუ რა პრობლემები გვაქვს, თუ გვაქვს ის. რაც შეეხება, რაც ხდება მაღაზიებში, ახალი წლის დღებშიც ამდენი ხალხია, მაშინაც შეიძლება დაინახოთ დროებით ცარიელი თარო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროდუქტები არ არის. მარაგები საკმარისია, ვმუშაობთ დაძაბულ, მაგრამ ჩვეულებრივ რეჟიმში“-აცახდებს ირაკლი ბოქოლიშვილი.

კითხვაზე, რატომ იმატა ქსელებში რიგ პროდუქტებზე ფასებმა, ბოქოლიშვილი პასუხობს:

ქსელურ მაღაზიებში ფასის გაზრდა მარტივი არ არის. ნიკორას ფასები არ შეუცვლია და არც უახლოეს პერიოდში არ აპირებს მის შეცვლას.
მუდმივი კავშირი გვაქვს მომწოდებლებთან, სადისტრბუციო კომპანიებთან. ისინი გაგებით ეკიდებიან დღევანდელ სიტუაციას და არ მგონია რაიმე დრამატული ცვლილება ფასებში მოხდეს“

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა