მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნინა კობახიძე: COVID-19-ი მედიკამენტებს, ზოგადად, სამედიცინო მომსახურებას გააძვირებს

5ec0193d447eb
თელარა გელანტია
17.05.20 00:10
1450
"სახელმწიფომ, როგორც კი დაასრულებს COVID-19-თან ბრძოლას, კერძო სექტორთან ერთად უნდა გაანალიზოს მომავალი 5 წლის განმავლობაში საქართველო რა ტიპის სამედიცინო დაცვას შესთავაზებს თავის მოქალაქეებს და როგორ ვიქნებით წარმოდგენილნი“, - ამის შესახებ tv “პირველის“ ეთერში „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, COVID-19-ი მედიკამენტებზე, სტომატოლოგიურ სერვისებზე - ზოგადად სამედიცინო მომსახურებაზე ფასის ზრდას გამოიწვევს, რომელიც აისახება ჩვენს მოქალაქეებზე.

ამასთან, სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ძალიან საინტერესოა მიმდინარე პროცესი, რადგან მთლიანად სამედიცინო ბიზნესზე გადაირა პანდემიამ და გასაანალიზებელია, თუ რა რესურსები აქვს დღეს ჯანდაცვის სექტორს, რამდენად პროფესიონალი კადრებით არის დაკომპლექტებული სისტემა.

„გამოჩდა, რომ საქართელოს სამედიცინო სისტემამ შეძლო და მართა ეს პანდემია. 5000 -1000 ადამიანის მართვას საქართველოს სამედიცინო სისტემა უპრობლემოდ შეძლებდა, მაგრამ დღეს ახალი გამოწვევის წინაშე ვდგებით, სამედიცინო სისტემამ უნდა იცოდეს რა პოლიტიკით გაგრძელდება, როგორი იქნება სახელმწიფოს მიდგომა კერძო სამედიცინო სისტემაზე, გაჩნდება თუ არა კერძო სადაზღვევო სისტემის ჩართულობა საყოველთაო დაზღვევის კომპონენტში, მოქალაქეებს მიეცემათ თუ არა საშუალება, რომ გაიუმჯობესონ და უკეთესი სამედიცინო დაზღვევის პაკეტები შეიძინონ საყოველთაო ჯანდაცვასთან ერთად კოლაბორაციით - ბევრი კითხვა და მოლოდინები გვაქვს, რომ 8 წლის თავზე საყოველთაო ჯანდაცვა უნდა გადავიდეს იმ პრინციპზე, როდესაც მოწყვლადი ჯგუფები სრულად იქნებიან უზრუნველყოფილნი, ხოლო ადამიანები ვისაც აქვს შესაძლებლობა კერძო დაზღვევით გაიუმჯობესონ საკუთარი სამედიცინო საჭირობების დაკმაყოფილება უნდა იქნენ დაკმაყოფილებული“, - აცხადებს ნინა კობახიძე.