მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნინა კობახიძე: დაზღვევის სექტორი არის რგოლი, რომლისგანაც სახელმწიფოს მაგალითის აღება დასჭირდება

5eb87ddfaad22
ანი ციხისთავი
11.05.20 09:30
1344
“სადაზღვევო სექტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია, რომელიც დასჭირდება სახელმწიფოს, აიღოს მაგალითი, როგორ იმართება პირველადი ჯანდაცვა”,- ამის შესახებ გადაცემა "ქალების ნარატივში" ბიზნეს ასოციაციის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ და "ჯეო ჰოსპიტალსის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნინა კობახიძემ განაცხადა.

ნინა კობახიძის თქმით, დღეს 500 000 ადამიანი იყენებს კერძო სამედიცინო დაზღვევას. “ამ ადამიანების ისტორიებსა და მათ ყველა პრობლემაზე სადაზღვევო სექტორს მიუწვდება ხელი. ზუსტად ვიცით ვინ არის რისკის მატარებელი მოქალაქე და ვინ - ნაკლებად."

"თუ დროულად მოხდება ჩვენი გამოცდილების გაზიარება და ამ ცოდნის დროულად გამოყენება, ეს სახელმწიფოს ძალიან დაეხმარება...ჩვენ ისედაც არ ველოდებით არავის და ისე ვმართეთ არაერთი რისკის მატარებელი პაციენტის შემთხვევა ოჯახის ექიმების დახმარებით, რომ დღეს ყველა მათგანი ბედნიერია”,- ამბობს კობახიძე.

ის ამბობს, რომ ყველა ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოშიც სახელმწიფოა ვალდებული, დააფინანსოს პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები, თუმცა თუ სახელმწიფო დროულად გაიზიარებს სადაზღვევო სექტორის გამოცდილებას და გადავა სახლში, ოჯახის ექიმების დახმარებით მკურნალობასა და ონლაინ ისტორიების გამოყენებაზე, მაშინ მას მნიშვნელოვნად შეუმცირდება დანახარჯი.

“სადაზღვევო სექტორმა არაერთხელ გააკეთა შეთავაზება, რომ ჩვენი ჩართულობა იყოს უფრო აქტიურად გამოყენებული”,- აცხადებს ნინა კობახიძე.