მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნინა კობახიძე: განვიხილეთ შეზღუდვების შესაძლო ეფექტი, ვემზადებით ამ პროცესისთვის

5fc4fd3d59184
ვიქტორია მღებრიშვილი
30.11.20 19:30
719
კლინიკების ქსელ „ჯეო ჰოსპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძის განცხადებით, „ჯეო ჰოსპიტალსმა” ჭიათურაში კოვიდის მართვისთვის დამატებითი საწოლები გამოყო, ხოლო კვირის ბოლომდე კოვიდის მართვაში ვანის და ბორჯომის ჰოსპიტლები დაემატება. ამის შესახებ მან პრემიერ-მინისტრთან ჰოსპიტალური სექტორის ყოველკვირეული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ხდება ინფორმაციის გაცვლა, თუ როგორ იყო წინა კვირა, რამდენი საწოლი დაემატა და როგორ იმართებიან პაციენტები. ნინა კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ საუბარი შეზღუდვების შესაძლო ეფექტსაც შეეხო.

„მოხდა დამატებითი საწოლების გამოყოფა სხვადასხვა ჰოსპიტალური ქსელიდან. მაგალითად ჩვენს ქსელში ჭიათურას დავამატეთ, კვირის ბოლოს კი ვანის და ბორჯომის ჰოსპიტალი იქნება დამატებული. ასევე განვიხილეთ შეზღუდვების შესაძლო ეფექტი, რომელიც, რა თქმა უნდა, ჰოსპიტალურ სექტორებზე პირდაპირ აისახება. ვემზადებით, ამ პროცესისთვის. თავისთავად სიტუაცია რთულია, თუმცა მართვადი ამ ეტაპზე.

ვისაუბრეთ ონლაინ -კლინიკების ეფექტურობაზე, რომელიც საქართველოს ბევრ რეგიონში შესაძლებელია ჩაირთოს და ბინაზე დარჩენილი პაციენტებისთვის, უფრო ეფექტური გახდეს და უფრო შემსუბუქდეს მათი მდგომარეობა“, - განაცხადა ნინა კობახიძემ.