მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნინა კობახიძე: სავალალო იქნება შედეგი, თუ დროულად არ დავიწყებთ ბიზნესების გახსნას

5eb87b46eb729
ანი ციხისთავი
11.05.20 09:00
1423
“ბიზნესი დღეს მზად არის გაუმკლავდეს არსებულ სიტუაციას. იტალია არ დაგვემართება”,- ამის შესახებ გადაცემა "ქალების ნარატივში" "ჯეო ჰოსპიტალსის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინა კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, იტალია მოუმზადებლად დახვდა პანდემიას. “ჩვენი ჯანდაცვის სექტორი კი მომზადებულია და ჩვენ ზუსტად ვიცით, რა მომენტში რაზე გავაკეთოთ რეაგირება”,- აღნიშნავს ბიზნეს ასოციაციის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.

მისი თქმითვე, ქართულ ბიზნესს საკმარისზე დიდი დრო ჰქონდა, რომ სხვა ქვეყნების მაგალითზე გაეანალიზებინა და კრიზისების მართვის სწორი გეგმა შეექმნა. ბიზნესებს მოუწიათ გაეღოთ უამრავი გაუთვალისწინებელი ხარჯი თანამშრომლებისა და მოქალაქეების დასაცავად. დღეს კი ბიზნესი უკვე ადაპტირდა არსებულ სიტუაციასთან.
“თუ არ გაიხსნება ბიზნესები, გაცილებით მძიმე და სავალალო იქნება შედეგი. უიმედობაც ადამიანის სიცოცხლეზე გადის”,- ამბობს კობახიძე.

ნინა კობახიძე "ქალების ნარატივში" ბიზნესების გახსნის პრინციპზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში არასწორი იქნება შერჩევითი მექანიზმი, ანუ ზოგიერთი ბიზნესის გახსნა, ზოგის - არა. “მაგალითად, თუ ტურიზმის ბიზნესი არ ფუნქციონირებს, არ იფუნქციონირებს რაღაც სერვისის ბიზნესი, ყველაფერი ჯაჭვურ რეაქციაშია”,- ამბობს ნინა კობახიძე.

ის სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დადებითად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ ამისთვის მოქალაქეებმა სახელმწიფოს უკვე მისცეს დრო. რადგან ამ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, ინფიცირებულთა რიცხვის ყოველდღიური ზრდა დიდი არ არის, ნინა კობახიძის თქმით, არსებული შეზღუდვების გაგრძელების საჭიროება აღარ არსებობს.