მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნინჩო ჯიბლაძე: "გალფის" არცერთი თანამშრომელი არ გაგვიშვია

5eb97badd9735
ნუცა ბაზლიძე
11.05.20 21:00
2035
„ჩვენ არცერთი თანამშრომელი არ გაგვიშვია. ყველაფერი დანარჩენი შევიმცირეთ და არ გავუშვით თანამშრომლები. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ძველებურ რეჟიმს დაუბრუნდება“, - ამის შესახებ „გალფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის უფროსმა ნინჩო ჯიბლაძემ გადაცემა #ქალებისნარატივში განაცხადა.

მისივე განმარტებით, პანდემიის ფონიდან გამომდინარე, „გალფის“ თანამშრომლების გარკვეული ნაწილი, ძირითადად, ოფისის თანამშრომლები და შემდეგ, მენეჯმენტიც, დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა. თუმცა, დანარჩენები, რომლებიც მომსახურების სფეროს წარმოადგენენ, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.

ნინჩო ჯიბლაძემ „გალფის“ მიერ შეთავაზებულ, ექიმების დახმარების მოტივით შექმნილ აქციაზეც ისაუბრა. 

„500-ზე მეტ ექიმს, ექთანს, მედდას და სანიტარს მაისის დასაწყისში ჩავურიცხავთ იმ კუთვნილ ბონუსს, რაც შევაგროვეთ. ჯამში, შეგროვებული თანხა უკვე დაახლოებით 200 000 ლარს აღწევს“, - აღნიშნავს ნინჩო ჯიბლაძე.

ამასთან, #ქალებისნარატივში ნინჩო ჯიბლაძემ პოსტპანდემიურ პერიოდთან დაკავშირებულ საკუთარ პროგნოზებზეც ისაუბრა.

„ადამიანებში დიდი პოტენციალი დავინახე. როცა მოვა გახსნის ეტაპი, ეს მოხდება ორგანიზებულად. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში დაბრუნდნენ ტურისტები. მგონია, რომ მას შემდეგ, რაც ამ პერიოდს გადავივლით, საქართველოს ბევრი სტუმარი ეყოლება“, - დასძინა ნინჩო ჯიბლაძემ.