მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნინო ჩიქოვანი საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე გახდა

5e1301840e1ba
თელარა გელანტია
06.01.20 13:42
2248
ნინო ჩიქოვანი ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ bm.ge-ის საქპატენტიდან აცნობეს.

როგორც ცნობილია, ნინო ჩიქოვანს ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში პრეზიდენტის პოსტი ეკავა.

"მოხარული ვარ, რომ შევუერთდი ორგანიზაციას, რომელიც ისეთ მნიშვნელოვან სფეროს ემსახურება, როგორიც არის ინტელექტუალური საკუთრება. მომავალი წლისთვის ვგეგმავთ ისეთი მიმართულებების კიდევ უფრო გააქტიურებას, როგორიც არის: ახალგაზრდებში საგამომგონებლო საქმიანობის სტიმულირების ხელშეწყობა; გამომგონებლობის სწავლების თანამედროვე მეთოდების პოპულარიზაცია და გამოყენება; ახალგაზრდებისთვის სწორი მიმართულების მიცემა ღირებული გამოგონებებისა და ინოვაციური პროექტების შექმნის პროცესში. ასევე, მწარმოებელთან, ფერმერებთან, მომხმარებლებთან პერმანენტული შეხვედრები გაიმართება და განვიხილავთ ბიზნესის წარმომადგენლებთან ინტელექტუალური საკუთრების სფეოროში მათთვის მნიშვნელოვან საკითხს", - აცხადებს ნინო ჩიქოვანი.