მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნინო ჟიჟილაშვილმა და ვახო სანაიამ “ტვ პირველი” დატოვეს

5ee3c9cb9e45b
თამთა ჯიჯავაძე
12.06.20 22:27
4430
ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა „ტვ პირველი“ დატოვეს. ისინი „ტვ პირველის“ მაყურებელს გადაცემა „პოლიტმეტრში“ დაემშვიდობნენ.

"ძალიან მარტივად და გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ არ მოგვწონს ის, რაც ჟურნალისტური სტანდარტის და გემოვნების, ასევე, ყველა სხვა კომპონენტის თვალსაზრისით "ტვ პირველზე" ხდება. არ მოგვწონს და ვერ ვერაფერს ვცვლით", - თქვა ნინო ჟიჟილაშვილმა.

ვახო სანაიამ კი აღნიშნა, რომ თანამშრომლობის რესურსი როგორც აღმოჩნდა ამოწურულია, –„კერძო არხსაც აქვს უფლება ისე გააგრძელოს, როგორც თავად მიაჩნია საჭიროდ“.

მისივე თქმით, არხს ტოვებს “პოლიტმეტრის” რამდენიმე პროდუსერი და ჟურნალისტი.