23.მარტი .2020 10:10

ნინო კობახიძე: მარნეულში გვაქვს სპეციალური რეჟიმი, საველე კლინიკას ველოდებით

views 211
უკან

მარნეულში მდებარე „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკა საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ მარნეულელ ქალბატონს, რომელიც აღნიშნულ კლინიკაში მკურნალობდა და რომელსაც შემდგომში კორონავირუსი დაუდასტურდა, "ჯეო ჰოსპიტალსი" საკარანტინო რეჟიმში გადავიდა. როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძე „საქმიანი დილის“ ეთერში აცხადებს, ყველა ექიმი, რომელიც მენეჯმენტმა ჩათვალა, რომ დარჩენილიყო კლინიკაში, ექიმების ნაწილი კი, თვითიზოლაციაში გადავიდა.

„იდენტიფიცირებულია ყველა ადამიანი, რომელსაც კლინიკასთან შემხებლობა ჰქონდა. გვაქვს სპეციალური რეჟიმი. საველე კლინიკას ველოდებით, რომელიც შენდება ჩვენი კლინიკის მიმდებარე ტეროტორიაზე. ჯერჯერობით, არ არის დადასტურებული არცერთი ფაქტი, თუმცა დაკვირვებას ვაწარმოებთ ყველა ადამიანზე, რომელთაც ჰქონდა შემხებლობა პაციენტთან. მაქსიმალურად ვართ მზად და ვაკვირდებით იმ ადამიანებს, რომლებიც იყო ამ სამი დღის განმავლობაში ჩვენს ცენტრთან და ამ ქალბატონთან შემხებლობაში“, - განაცხადა ნინა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა