მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნინო მირზიკაშვილი: „უნდა ავიცრათ, რომ COVID 19-ის გამო ახლობლები არ გარდაგვეცვალოს“

6069795f332bb
თათია კაკიაშვილი
04.04.21 13:40
835

"აუცილებლად უნდა ავიცრათ იმის გამო, რომ არსებობს სტატისტიკური მონაცემები და უტყუარი მტკიცებულებები, რომ მაგალითად, ისრაელის ნახევარ მილიონ აცრილ მოქალაქეს შორის ვირუსით გარდაცვალების ნული შემთხვევაა და მათგან საავადმყოფოში მხოლოდ 4 ადამიანი მოხვდა“, - ამის შესახებ Forbes Health-ის კამპანიის „აიცერი“ ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნინო მირზიკაშვილმა განაცხადა.

"დღესდღეობით ამერიკაში 65 წელს გადაცილებულ 40%-ზე მეტ მოქალაქეს გაკეთებული აქვს ვაქცინის პრეპარატის ორი ინექცია, ხოლო 70%-ზე მეტი აცრილია ერთი დოზით. დღეს მთელი პროგრესული სამყარო იცრება, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა ავიცრათ.
მგონია, რომ თუ არ ავიცრებით, ჩვენ ვერ დავამარცხებთ სწრაფად და ეფექტიანად პანდემიას, ვერ დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მე მომენატრა მოგზაურობა, მეგობრებთან ჩახუტება, დაბადების დღეებზე და ქორწილებში სიარული, ამისთვის კი აუცილებლად უნდა ავიცრათ. უნდა ავიცრათ იმიტომ, რომ COVID 19-ის გამო ახლობლები არ გარდაგვეცვალოს. მე დამეღუპა ძალიან ახლობელი ადამიანი, რომელიც სრულიად ჯანმრთელი და სიცოცხლით სავსე იყო. აიცერი!“ - განაცხადა ნინო მირზიკაშვილმა.

ცნობისთვის, BMG-ის და ForbesHealth-ის მიერ ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით დაწყებული კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები საზოგადოებას ვაქცინაციის აუცილებლობაზე მოუყვებიან. როგორც Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი და BMG-ის დამფუძნებელი გიორგი ისაკაძე აცხადებს, ვაქცინაციის გარეშე ვერც ადამიანების სიცოცხლეს გადავარჩენთ და ვერც - ქვეყნის ეკონომიკას.

„ვაქცინაციის გარეშე საქართველოს ეკონომიკა ვერ დაიქოქება, ამიტომ #აიცერი. იმისთვის, რომ Teliver-ი და სხვა ახლახან ამოქოქილი ბიზნესები ან თუ გნებავთ, 30-წლიანი გამოცდილების მქონე ბიზნესები არ შეფერხდნენ და გააგრძელონ განვითარება, აუცილებელია, პირველ რიგში, გამოსწორდეს ეპიდვითარება, რომელიც გარდა ჩვენ მიერ წესების დაცვისა, პირდაპირ კავშირშია ვაქცინაციასთან“, - აცხადებს გიორგი ისაკაძე.