მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნინო წილოსანი: "ნამდვილად ვდგავართ სახელმწიფო საწარმოების მართვის არაეფექტიანობის წინაშე"

5d99921b2141f
ნუცა ბაზლიძე
06.10.19 11:35
3330

„პარლამენტში დაწყებული გვაქვს თემატური მოკვლევა სახელმწიფო საწარმოების მართვის ეფექტიანობაზე. მიღებული შენიშვნებით, დასკვნებით, წერილობითი აღწერილობით შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, რომ ნამდვილად ვდგავართ სახელმწიფო მართვის არაეფექტიანობის წინაშე“-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ნინო წილოსანმა გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა.

მისი განმარტებით, არსებული ხელისუფლების პირობებში იგეგმება რეფორმის გატარება, რომელიც ითვალისწინებს, სახელმწიფო საწარმოების კორპორატიული მართვის სტანდარტების შემოღებას, პოლიტიკური ხედვის ჩამოყალიბებას, ზედამხედველობისა და მართვის სტრუქტურების ერთმანეთსგან გამიჯვნას.

წილოსანი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო საწარმოების ცნება მოიაზრებს სტრატეგიულ და სოციალურ დატვირთვასაც. შესაბამისად პრივატიზაცია ვერ მოხერხდება თუ არ ჩამოყალიბდა განსაზღვრული პოლიტიკა. ნინო წილოსანის განმარტებით, გათვალისწინებული უნდა იქნას საწარმოთა ფუნქციები და პრივატიზაცია შეეხოს იმ კომპანიებს, რომლებიც სტრატეგიული მნიშვნელობის არ არიან და რომელთა მართვასაც კერძო სექტორი შეძლებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ახალი კანონის მიხედვით, რკინიგზაში გაიმიჯნება სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვები და სამგზავრო გადაზიდვა სხვა მექანიზმით დასუბსუდირდება.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელი სახელმწიფო კომპანიებმა 805 მლნ ლარის ზარალით დაასრულეს.