მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნინო წილოსანის კომიტეტი ქარსაფარი ზოლების შესახებ კანონპროექტზე მუშაობს

602a95315eca9
ინგა მურუსიძე
15.02.21 19:45
1061
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი დონორ ორგანიზაციებთან, ასეველ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ქარსაფარი ზოლების მოწყობის საკითხთან დაკავშირებით, კანონპროექტზე მუშაობს. როგორც bm.ge-ის წილოსანმა განუცხადა, დღეისთვის საქართველოში არსებული ქარსაფარი ზოლების 90% განადგურებულია და თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, ამიტომ საკითხის გადაჭრა გადაწყდა. დეპუტატი ამბობს, რომ კანონპროექტზე RIA უკვე მომზადებულია და მიმდინარე წლის მარტში, სავარაუდოდ, საკანონმდებლო ინიციატივაც მზად იქნება და პარლამენტშიც განხილვები დაიწყება.

„ვინაიდან ამ დრომდე ქარსაფარი ზოლების შესახებ საკანონმდებლო ჩარჩო არ არსებობდა, დონორი ორგანიზაციების ნებისმიერი ინიციატივა მის გაშენებასთან დაკავშირებით კრახით სრულდებოდა. ასევე, არ არსებობდა უკვე გაშენებული ქარსაფარი ზოლების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი ორგანო, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალეთ ამ კანონპროექტის მიღება. ჩვენ მიერ შემუშავებული კანონპროექტით ამ პროცესში ძირითადი აქტორი გარემოს დაცვის სამინისტროს მიწის სააგენტო იქნება, რომელსაც მოუწევს გააკეთოს ისტორიულად არსებული ქარსაცავი ზოლების მოკვლევა და ასევე, დააიდენტიფიცირებს ქარსაცავებისთვის შესაფერის ადგილებს. ორივე შემთხვევაში ქარსაფარი ზოლები შეიძლება იყოს მუნიციპალური ან კერძო საკუთრება. თუ მოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ სპეციალისტებმა ქარსაფარი ზოლის გაშენება საჭიროდ მიიჩნიეს კერძო პირის კუთვნილ ტერიტორიაზე, მოქალაქის თანხმობა საჭირო გახდება “, - განაცხადა ნინო წილოსანმა და დასძინ, რომ ქარსაფარ ზოლებში არსებული ხეების ჩეხვასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სანქციები დაწესდება.

ამასთან, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, ინვენტარიზაციის შემდეგ მიწის სააგენტოს დაევალება ქარსაფარი ზოლების აღდგენის გეგმის შემუშავება, რომლის შემდეგაც, ქარსაფარი ზოლების მოვლა-პატრონობის ვალდებულება გადაეცემა მუნიციპალიტეტს და კერძო ფერმერს, რომელიც ამაზე თანხმობას განაცხადებს.

"ქარსაფარი ზოლების არსებობა განსაკუთრებით აუცილებელია კახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში", - აღნიშნა დეპუტატმა. 

რაც შეეხება ბიუჯეტს, როგორც ნინო წილოსანი განმარტავს, სახელმწიფობიუჯეტიდან ფინანსები იქნება გამოსაყოფი მიწის სააგენტოსთვის, თუმცა ეს მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული, რადგან კანონიც 2021 წლიდან უნდა ამოქმედდეს. „იმედი გვაქვს და ზუსტად ვიცით, რომ ფინანსურად დონორების დახმარებითაც ვისარგებლებთ, თუმცა  საბიუჯეტო თანხებიც იქნება საჭირო“, - ამბობს ნინო წილოსანი.

კანონპროექტის ინიციატორი მის ამოქმედებას 2021 წლის იანვრიდან მოითხოვს.