მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნინო წილოსანის შეფასებით, სებ-ის გადაწყვეტილებებმა ლარის კურსზე მძიმე შედეგი გამოიღო

5ddfc9c57e29e
თელარა გელანტია
28.11.19 17:20
1012
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნინო წილოსანის შეფასებით, ეროვნული ბანკის კონკრეტულმა გადაწყვეტილებებმა ლარის კურსსა და ეკონომიკაზე მძიმე შედეგი გამოიღო.

ეს შეფასება დეპუტატმა პარლამენტში ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანისთვის კითხვის დასმისას გააკეთა.

„ლარსა და ზოგადად, ეკონომიკაზე საკმაოდ მძიმე შედეგი გამოიღო ეროვნული ბანკის კონკრეტულმა გადაწყვეტილებებმა, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია თითქმის ყველა ტრიბუნიდან, როგორც - თქვენთან, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, მაგრამ რეალურად არ ვიცით, რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებთ; ბატონმა კობა გვენეტაძემ გვითხრა, რომ აპირებდა რეგულაციებთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებების განხორციელებას, თუმცა კონკრეტიკა არ ვიცით. ამიტომ ვფიქრობთ, ძალაიან კარგი იქნება თუ ჩვენც ჩავერთვებით ამ საკითხში“, - მიმართა დეპუტატმა მინისტრს.

შეგახსენებთ: ვანო მაჭავარიანი „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში იმყოფება. პრეზენტაციის შემდეგ მინისტრს კითხვებს დეპუტატები უსვამენ.