მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნინო ზამბახიძე Land O’Lakes Venture37-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

5d7f8ee36b66d
BM.GE
16.09.19 17:30
1977
ამერიკული კომპანია Land O’Lakes Venture37-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ელენბერგერი ვიზიტით თბილისში იმყოფება, რომლის ორგანიზაციაც სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტებს ახორციელებს მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოში.

Land O’Lakes Venture37-ი საქართველოში ამერიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფინანსებულ 5-წლიან პროექტს „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთად ახორციელებს.

ჯონ ელენბერგერს საქართველოს ფერმერთა ასოციაციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ უმასპინძლა, რომელიც Land O’Lakes Venture37-ის ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციაა პროექტის განხორციელების გზაზე.

შეხვედრაზე პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ინდუსტრიებში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესებას.

პოზიტიურად შეფასდა პროექტის საწყისი პროცესი, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია მეცხოველეობის დარგის მწარმოებლებისა და გადამამუშავებლებისათვის ცოდნისა და გამოცდილების გადაცემაზე, ასევე უახლოეს მომავალში დაგეგმილი საგრანტო თანადაფინანსების ინიციატივები, რომელიც ზრდაზე ორიენტირებული მეწარმეების, გადამამუშავებლებისა და სასოფლო-სამეურნეო საშუალებების წახალისებისა და რისკების შემცირებაზე იქნება ორიენტირებული.

ჯონ ელენბერგერის განცხადებით, Land O’Lakes Venture37-ი გამოიყენებს კომპანიის გამოცდილებას, ორგანიზაციის ინოვაციური და ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი მიდგომების გამოყენებითა და დანერგვით, ტექნიკურ დახმარება გაუწიოს ფერმერებს, იმისათვის, რომ გაიზარდოს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტები მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ღირებულებათა ჯაჭვებში „ფერმიდან სუფრამდე“ პრინციპით.

Land O’Lakes Venture37-ი მხარს უჭერს მსოფლიოში ეკონომიკის განვითარებას ადგილობრივი სოფლის მეურნეობის დარგების გაძლიერების გზით, ეხმარება ბიზნესებს შექმნან სამუშაო ადგილები და აკავშირებს ფერმერებს ბაზრებთან.

1981 წლიდან, Land O’Lakes Venture37-ს განხორციელებული აქვს 300-ზე მეტი რძის, მეცხოველეობისა და მოსავლის განვითარების პროგრამები 80-მდე ქვეყანაში, რითაც ხელს უწყობს ფერმერთა ზრდას, კოოპერაციასა და ბიზნესის განვითარებას.

Land O'Lakes Venture37-ი არის Land O’Lakes-ის შვილობილი კომპანია. Land O’Lakes, Inc.,-ი არის $15 მილიარდ დოლარიანი აგრობიზნესი, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს თითქმის 100 წლიან გამოცდილებას რძის, ცხოველთა საკვების, მოსავლისთვის საჭირო სასოფლო-სამეურნეო საშუალებებისა და თანამედროვე აგრო-ტექნოლოგიების სფეროში. იგი განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებს აძლევს უნიკალურ ხედვას სოფლის მეურნეობაზე, სურსათზე და გამართულ საბაზრო სისტემაზე. Land O’Lakes, Inc.-ი მხარს უჭერს აღნიშნულ ძალისხმევას, როგორც მის მიზანს, ხელი შეუწყოს საზოგადოების პროგრესს ქვეყნის შიგნითა და მსოფლიო მასშტაბით.