მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნინო ზამბახიძე: ავტომობილით გადაადგილება ფერმერებისთვის გარკვეულ საათებში დასაშვებია

5e9f36dd10d06
თამთა ჯიჯავაძე
21.04.20 22:03
2963
ამა წლის 27 აპრილამდე დაშვებულია გამონაკლისები ყველა კატეგორიის ფერმერებისთვის (მცირე, საშუალო, დიდი) საქართველოს რეგიონებში დილის 6:00-8:00 საათამდე და საღამოს 18:00-19:00-მდე დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით! - ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე წერს.

მისივე თქმით, თბილისის შემოგარენში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით გადაადგილებაზე ნებართვა უნდა იქნეს მიღებული 144 ცხელი ხაზის მეშვეობით.

შეგახსენებთ, დღეს როგორც პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა მიმდინარე კვირის ჩათვლით, 27 აპრილამდე გაგრძელდება.

"ეს არ ეხება სამედცინო სფეროს წარმომადგენლებს, ადგილზე მიტანის სერვისის თანამშრომლებს, საკვებ და სასურსათო ობიექტებს, მიტანის სერვისის თანამშრომლებს და ინფრასტრუქტურული სამუშაოების განმახორციელებელ სამუშაოებს. ასევე, ეკონომიკური საქმიანობის შემსრულებელ აქტორებს", - განაცხადა ჩიქოვანმა.