მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნინო ზამბახიძე გიორგი გახარიას აფასებს - იშვიათად ჰყოლია ამ ქვეყანას მისნაირი ღირსეული ადამიანი

602e6d3d56336
BM.GE
18.02.21 13:35
7646
იშვიათად ჰყოლია ამ ქვეყანას მისნაირი ღირსეული ადამიანი,- ასე აფასებს "საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე გიორგი გახარიას მიერ პრემიერმინისტრის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილებას.

ზამბახიძის თქმით, გიორგი გახარიამ დასანანი, თუმცა, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

“გიორგი გახარია 2012 წელს გავიცანი, როდესაც ბიზნესომბუდსმენი გახდა, რამდენიმე ჩემ მეგობარს, რომლებსაც ბიზნესში პრობლემები ჰქონდათ დაეხმარა, თუმცა ოპოზიციური პარტის მომხრები იყვნენ, სულ ამბობდა - არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ მრწამსს, თუ სიმართლე ადამიანის მხარეს არის, ის არ უნდა დაიჩაგროსო. მაშინ მივხვდი, რამდენად სწორი ღირებულების მატარებელი იყო. წლებია მასთან ვმეგობრობ და ვთვლი, რომ იშვიათად ჰყოლია ამ ქვეყანას მისნაირი ღირსეული ადამიანი. დასანანი, თუმცა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო დღეს! არც ბასიანი იყო მისი, არც 20 ივნისი იყო მისი და არც ეს იქნებოდა მისი!”,- წერს ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში.