მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნინო ზამბახიძემ, ვერა ქობალიამ და ვალერი ჩეხერიამ კავკასიაში აპოლიტიკური აკადემია დააფუძნეს

602422b013273
თამთა ჯიჯავაძე
10.02.21 22:40
3755
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნინო ზამბახიძემ, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა ვერა ქობალიამ და ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ვალერი ჩეხერიამ, როგორც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალურმა ლიდერებმა, კავკასიაში აპოლიტიკური აკადემია დააფუძნეს.

„ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 170 ქვეყანაში ოპერირებს. 2018 წელს მან მსოფლიოში ყველაზე ინოვაციური კომპანიის სტატუსი მიიღო. მას ასობით ადამიანი ჰყავს გადამზადებული. მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრები, პოლიტიკოსები და მთავრობაში მომუშავე ადამიანები. აპოლიტიკური აკადემიის ამოცანა არის დემოკრატიული და პროდასავლური ღირებულებების განვითარება და ერთ სივრცეში ბევრი ლიდერის მოქცევა. მათ შორის კონტაქტების დამყარების და ინფორმაციის გავლის კუთხით. სწორედ ამ აკადემიის ფილიალი გავაკეთეთ ჩვენ საქართველოში“, - განმარტავს ნინო ზამბახიძე.
როგორც მან bm.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, კავკასიაში აპოლიტიკური აკადემია იქნება ჰაბი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის.

„ჩვენ ვხედავთ, რომ დემოკრატია, პროდასავლურობა ძალიან მნიშვნელოვანია კავკასიისთვის. ვხედავთ რომ ბევრო კონფლიქტია, აქედან გამომდინარე, შეგვიძლია რომ ახალგაზრდებს ცოტა სხვა ხედვები ჩამოვუყალიბოთ. ამიტომ გვინდა რომ ეს იყოს საგანმანათლებლო პლატფორმა“, - დასძინა ნინო ზამბახიძემ.

მისივე თქმით, აკადემიაში მისულ ახალგაზრდებს სპეციალურად უცხოეთიდან მოწვეული მასწავლებლები ჩაუტარებენ შეხვედრებს.