15.აგვისტო .2019 18:15

ნიშნავს თუ არა "კონტის" გასვლა ანაკლიის პროექტში დასავლეთის ინტერესების შესუსტებას? – კონსორციუმის პასუხი

views 350
უკან

"არ დავეთანხმები იმ ექსპერტებს, ვინც ეს განცხადება გააკეთა. კონკრეტულად არ ვიცი ვისზე გაქვთ საუბარი. უნდა დაველოდოთ მოვლენებს და მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ ჩვენ კიდევ წინ წავწევთ პროექტს და მივიყვანთ მას დასასრულამდე", - ამის შესახებ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან" ამერიკული "კონტი ჯგუფის" გასვლა პროექტიდან დასავლეთის გასვლას, საპასუხოდ განაცხადა.
 
დღეს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ერთ-ერთი მთავარი აქციონერის "კონტი ჯგუფის" მიერ კონსორციუმის დატოვების შესახებ გახდა ცნობილი.

სწორედ ამ თემაზე BM.GE-სთან საუბრისას პოლიტიკურმა მიმომხილველმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომ "კონტი ჯგუფის" გასვლა ნიშნავს დასავლეთის გასვლას ანაკლიის პორტის პროექტიდან".

ახვლედიანის განმარტებითვე, პროექტიდან "კონტი ჯგუფის" გასვლა ამერიკული ინტერესების შესუსუტებას არ ნიშნავს.

"მე ამას, როგორც ამერიკული ინტერესების შენელებას არ აღვიქვამდი. ველოდები ძალიან კარგ განვითარებას პროექტის მსვლელობასთან დაკავშირებით, როგორც ინვესტორების კუთხით, ისე სხვა კუთხით. მთავრობასთან მოლაპარაკების მიმართულებითაც იყო კარგი განცხადებები გაკეთებული ბოლო ორი წლის მანძილზე და ვიმედოვნებთ, რომ ეს სექტემბრიდან კონსტრუქციულ საუბარში გადაიზრდება, მაშინ როდესაც ჩვენ მაგიდის გარშემო დავსხდებით", - განაცხადა ახვლედიანმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა