მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nissan-ი ცალკეულ საოფისე პოზიციებს აუქმებს

601042a871329
თათია კაკიაშვილი
26.01.21 23:20
568

Nissan-მა დაადასტურა, რომ კომპანიის მენეჯმენტი აწარმოებს მოლაპარაკებებს პერსონალთან, სამუშაო ადგილების შემცირებასთან დაკავშირებით. საუბარია, დაახლოებით 160 საოფისე პოზიციაზე, რომელთა რიგებშიც წარმოების პერსონალი არ ითვლება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, Nissan-ი ამ გადაწყვეტილებით საბაზრო პირობებთან გათანაბრებას და საკუთარი ბიზნესის მაქსიმალური ეფექტურობის მიღწევას ცდილობს.

ამ დროისთვის, Nissan-ის ქარხანაში დასაქმებულია დაახლოებით 6,000 ადამიანი. თუმცა, კომპანიაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მომარაგების ჯაჭვის მოშლის გამო, Nissan-ი წარმოების ხაზის ნაწილს დროებით შეაჩერებს.

საგულისხმოა ისიც, რომ ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში კომპანიამ დაახლოებით 250 სამუშაო ხელშეკრულება დროებით თანამშრომლებს აღარ გაუგრძელა, მიზეზად კი მსოფლიოში Nissan-ის წარმოებულ ავტომობილებზე შემცირებული მოთხოვნა დასახელდა.