მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nissan-ი წელს 0,5 მილიონით ნაკლებ მანქანას გამოუშვებს

609d3248c9c7b
ნათია თაქთაქიშვილი
13.05.21 20:41
591
იაპონური ავტოკონცერნი Nissan-ი 2021-ში ნახევარი მილიონით ნაკლებ მანქანას გამოუშვებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მიზეზი ისევ კომპიუტერული ჩიპების დეფიციტია, რომელიც ამ დრომდე ვერ გადაიჭრა. ამის შესახებ CNBC-ი წერს.

„ჩვენი ვარაუდით, კომპიუტერული ჩიპების ნაკლებობა წარმოებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს და წელს ჩვენ ვერ შევძლებთ დაახლოებით 500,000 ავტომობილის გამოშვებას“, - განაცხადა Nissan-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაკოტო უჩიდამ.

ჩიპების დეფიციტის შესახებ აცხადებენ მსოფლიოს სხვა წამყვანი ავტოკონცერნებიც, მათ შორის Ford-ი, Volkswagen-ი და Stellantis-ი. ხოლო დიდი ბრიტანეთის წამყვანმა ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ Jaguar Land Rover-მა განაცხადა, რომ მანქანების წარმოებას „დროებით სრულად შეაჩერებს".

როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, ჩიპების დეფიციტი 2022-ში და შესაძლებელია 2023-შიც გაგრძელდეს, რაც მათზე მაღალი მოთხოვნით და პანდემიით არის გამოწვეული.