მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nissan-ი წილის გაყიდვას აპირებს - Bloomberg

5d8208cdb263b
მიხეილ ხაჩიძე
19.09.19 00:20
912

Nissan Motor Co  წილის გაყიდვას აპირებს - ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. გავლენიანი გამოცემა იუწყება, რომ იაპონური ავტომწარმოებელის შვილობილი კომპანია Nissan Trading Corporation, რომელიც სატრანსპორტო ნაწილების წარმოებით არის დაკავებული, შესაძლოა, დაახლოებით 1 მილიარდ აშშ დოლარად შეფასდეს. ოფიციალური განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით Nissan-ში ჯერ არ გაუკეთებიათ.



აღსანიშნავია, რომ Nissan ბოლო პერიოდში სუსტ გაყიდვებს უჩივის. პირველ კვარტალში, Toyota–ს შემდეგ, იაპონიის ნომერ მეორე ავტომწარმოებელს მოგება ფაქტობრივად, არ უფიქსირდება. ოპერატიული მოგება კი, იანვრიდან მარტამდე, თითქმის 99%-ით დაეცა, რაც 13.3 მილიონ ევროს ექვივალენტს შეადგენს.



მთლიანობაში, კონცერნის მოგება 95%-ით დაეცა. გაყიდვები კი, 12,7%-ით შემცირდა. Nissan- ს უახლოეს პერიოდში 140,000 სამუშაო ადგილიდან 12,500 შემცირებასაც აპირებს.