მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nissan-ის ყოფილ დირექტორს ქვეყნის მთავარი ადვოკატი აღარ დაიცავს

5e218675d06c5
ნათია თაქთაქიშვილი
17.01.20 23:40
1135
იაპონელი ადვოკატი, რომელსაც ზედმეტსახელად "სამართებელს" ეძახიან, აცხადებს, რომ Nissan-ის ყოფილ ხელმძღვანელს კარლოს გონს აღარ დაიცავს. ჯუნიჩირო ჰირონაკას თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ გონმა გირაო არ გადაიხადა და იაპონიიდან ლიბანში გაიქცა. ამის შესახებ ინფორმაციას France 24 ავრცელებს.

ადვოკატის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ შესაბამისი წერილით სასამართლოს უკვე მიმართეს და კარლოს გონის საქმეში ჩართული მათი ყველა ადვოკატის გადადგომა მოითხოვეს.

აღსანიშნავია, რომ კარლოს გონი იაპონიაში 2018 წლის ნოემბერში, 80 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავლის დამალვის ბრალდებით დააკავეს. Nissan-მა გონი დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის პოსტიდან გადააყენა. 2019 წლის აპრილში გონი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, მაგრამ პასპორტები ჩამოართვეს და გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდეს. თუმცა, მან ქვეყნის დატოვება მაინც მოახერხა.