მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nissan-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა გაქცევის შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართა

5e16ebfa07d0d
ნათია თაქთაქიშვილი
09.01.20 21:33
1118
Nissan-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა კარლოს გონმა იაპონიიდან გაქცევის შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართა. აღნიშნულის შესახებ BBC იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, გონმა განაცხადა, რომ ტოკიოდან გაქცევა მის ცხოვრებაში ურთულესი გადაწყვეტილება იყო. მისი თქმით, იაპონიის სამართალდამცველების მხრიდან მის მიმართ მოპყრობა სამართლის საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგებოდა, ამიტომ მას სხვა არჩევანი არ დარჩა. გონს მისი გაქცევის დეტალებზე არ უსაუბრია.

გონმა კიდევ ერთხელ უარყო მის მიმართ წაყენებული ბრალდებები და განაცხადა, რომ მისი დაკავება Nissan-ში მოწყობილი შეთქმულების შედეგი იყო.

შეგახსენებთ, კარლოს გონი ტოკიოდან ლიბანში 31 დეკემბერს გაიქცა. ლიბანსა და იაპონიას შორის ექსტრადიციის შესახებ შეთანხმება არ არსებობს, თუმცა ინტერპოლმა გონზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. იაპონიამ კი ორდერი გონის მეუღლის დაკავებაზეც გასცა.

გონი 2018 წლის ნოემბერში, 80 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავლის დამალვის ბრალდებით დააკავეს. Nissan-მა გონი დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლა.