მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nissan-ს ახალი შეფი ჰყავს

5d9dba8d88aaa
მიხეილ ხაჩიძე
09.10.19 20:15
759
Nissan–ს ახალი დირექტორი ჰყავს. როგორც იაპონურმა ავტომწარმოებელმა იოკოჰამაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 2020 წლის იანვრიდან კონცერნის ხელმძღვანელის პოსტს 53 წლის მაკოტო უსიდა დაიკავებს.

ის ჰიროკოტო საიკავას შეცვლის, რომელმაც პოსტის დატოვების შესახებ სექტემბერში გამოაცხადა. საიკავას გადადგომის მიზეზად პოსტზე ყოფნისას პრემიების გადაჭარბებით მიღება სახელდება, რაც მან თავადაც აღიარა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, ჯერ კიდევ 2018 წლის ნოემბერში, Nissan-ის იმ დროინდელი ხელმძღვანელი კარლოს გონი ფინანსური მაქინაციების ბრალდებით დააკავეს.

კომპანიის ახალ მენეჯმენტს ბევრ პრობლემასთან შეჭიდება მოუწევს, მათ შორის, მოგების შემცირებასთან გამკლავება, ბიზნესის რესტრუქტურიზაცია და ა.შ.