მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nissan-ს შემოსავლები 83%-ით შეუმცირდა - მიზეზი კორონავირუსია

5e4596afe43ac
ნათია თაქთაქიშვილი
13.02.20 21:38
955
Nissan-ს შემოსავლები ბოლო პერიოდში კომპანიის ყოფილი ხელძღვანელის კარლოს გონის სკანდალის გამო, ისედაც შემცირებული ჰქონდა და ახლა სკანდალს კორონავირუსიც დაემატა. ამის შესახებ CNN წერს.

ცნობილი ავტოკონცერნი აცხადებს, რომ კომპანიის საოპერაციო მოგება 83%-თ შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 495 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა გასული წლის ბოლო სამ თვეში. 1.5%-ით შემცირებულია კომპანიის აქციების ღირებულება ტოკიოს საფონდო ბირჟაზე.

კომპანიამ გასულ კვირას განაცხადა, რომ მათი საწარმოს გაჩერება ჩინეთში ნეგატიურად აისახება იაპონიის საწარმოზე, რადგან ვერ ხერხდება მანქანების ნაწილის დროული მიწოდება. კომპანია იმედოვნებს, რომ საწარმოს მუშაობას ჩინეთში 17 თებერვლიდან განაახლებს.

შეგახსენებთ, Nissan-თან ერთად წარმოება შეჩერებული აქვთ ისეთი ცნობილ ავტო ბრენდებს, როგორიც არის General Motors (GM), Renault (RNLSY), Honda(HMC) და Peugeot-ს მფლობელ კომპნია PSA Group-ს.