მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიუ-იორკელი ქართველის კომპანია საქართველოში, რომელიც 1000-მდე მძღოლის დასაქმებას გეგმავს

5dac7e2c6f4fb
ნუცა ბაზლიძე
20.10.19 19:28
17881
საქართველოში ტექნოლოგიური პლატფორმა „აქსელი“ დაფუძნდა. ახალი კომპანია ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველმა რიჩარდ ყურაშვილმა დააფუძნა. საწყის ეტაპზე კომპანია 1000-მდე მძღოლს დაასაქმებს.

ახალ პლატფორმაზე BMG ტაქსების ფედერაციის პრეზიდენტ ზურაბ აგლაძეს ესაუბრა.

მისი განმარტებით, „აქსელი“ ტაქსის გამოძახების ჩვეულებრივი კომპანიაა, ოღონდ, უფრო ახალი ტექნოლოგიური მიმართულებებით.

„სერვისი ტექნიკურად უკვე გამართულია, ამ ეტაპზე დიზაინზე მუშაობენ, თვის ბოლოს კი ის ფუნქციონირებას დაიწყებს“, - განმარტავს აგლაძე.

ტაქსების ფედერაციის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ “აქსელის“ აპლიკაცია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე იქნება ხელმისაწვდომი.

„მძღოლების მოზიდვას ვაპირებთ გადახდების მოქნილი სისტემით“, - აღნიშნავს აგლაძე გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში და დასძენს, რომ სატარიფო პოლიტიკა იქნება ინოვაციური და კონკურენტუნარიანი, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, რომელსაც მივყვებით. პირველ რიგში ის დაიწყებს გამოძახების სერვისზე მუშაობას. ამის მერე დაემატება ეტაპები და ჩაშენდება ისეთი საკითხები, როგორიცაა ღირსშესანიშნაობების ნახვა, საუკეთესო რესტორნებთან და კულტურულ პროგრამებთან წვდომა. ეს დამუშავების პროცესშია“,- ამბობს ზურაბ აგლაძე.