მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიუ-იორკი ჰაერის დაბინძურების ნიშნულით მსოფლიოში მოწინავე ადგილზეა - CNN

64809b59ca89d
სალომე ხიდურელი
07.06.23 23:30
856
ნიუ-იორკმა მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ქალაქთა ჩამონათვალში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ამის მიზეზი კანადაში გაჩენილი ასობით ხანძრის კვამლის სამხრეთით გავრცელება გახდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

კანადის ხანძრების კვამლი პერიოდულად ვრცელდებოდა ჩრდილო-აღმოსავლეთ და შუა-ატლანტის რეგიონში ერთი კვირის განმავლობაში, რის გამოც ადგილობრივმა მოსახლეობამ და ექსპერტებმა ჰაერის დაბინძურების საზიანო შედეგებზე საუბარი უკვე დაიწყეს.

გასულ სამშაბათს ნიუ-იორკის ჰაერის ხარისხის ინდექსი 200-ს აცდა, რაც IQair-ის (The Air Quality Index) თანახმად, “ძალიან არაჯანსაღი” მაჩვენებელია. ადგილობრივი დროით 22:00 საათზე ქალაქს ჰქონდა ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ყველა სხვა მსხვილ მეტროპოლთან შედარებით. მოგვიანებით კი ნიუ-იორკმა მეორე ადგილას გადაინაცვლა და სიაში ნიუ-დელის (ინდოეთი) ქვეშ აღმოჩნდა. IQair-ის ცნობით ამავე სიაში ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლით მოხვდნენ დოჰა (კატარი), ბაღდადი (ერაყი) და ლაჰორი (პაკისტანი).

ამის შედეგად ცენტრალური ნიუ-იორკის მინიმუმ 10-მა სკოლამ ღია ცის ქვეშ დაგეგმილი აქტივობები და ღონისძიებები გააუქმეს. გაუქმდა როგორც აკადემიური, ათლეტური და კლასგარეშე აქტივობები, ასევე ფიზ. კულტურის გაკვეთილები.

ტყის ხანძრები ყველაზე პატარა ზომის, თუმცა ყველაზე საზიანო პოლუტანტს PM2.5-ს შეიცავს, რომელიც ფილტვებში მოხვედრის შემთხვევაში ქსოვილს აზიანებს და სისხლის მიმოქცევის სისტემაში გადადის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების გამო ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი იღუპება.

2023 წელს კვებეკში, კანადაში 400-ზე მეტი ხანძრის შემთხვევა დაფიქსირდა. კანადაში წელს 9 მილიონ აკრზე მეტი მიწა ცეცხლმა უკვე გაანადგურა. როგორც IQair-ის CEO-მ CNN-ს განუცხადა, ტყის მასების წვა გლობალური დათბობის შედეგია და სიცოცხლისთვის საშიშ გარემოს ქმნის.