მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიუ-იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო თანამდებობას ტოვებს

6112ac60094da
BM.GE
10.08.21 20:36
1323
ნიუ-იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო, რომელიც პოსტს 2011 წლიდან იკავებს, თანამდებობას დატოვებს - ამის შესახებ განცხადება მან დღეს გააკეთა. 

კუომოს გადადომა მის წინააღმდეგ გაჟღერებულ სექსუალური შევიწროვების ბრალდებებს უკავშირდება. დღეს გამართულ ბრიფინგზე კუომომ მის წინააღმდეგ 11 ქალის მიერ გაკეთებულ განცხადებას სიცრუე უწოდა, თუმცა სრულ პასუხისმგებლობას გრძნობს თუკი მისი ქმედებებით ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენა. ენდრიუ კუომოს თქმით, ის ნიუ-იორკის მოსახლეობის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ის თანამდებობას დატოვებს. 

ენდრიუ კუომო დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი გავლენიანი ლიდერია.