მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიუ-იორკის გუბერნატორი ფედერალურ მთავრობას აკრიტიკებს - "30 000 სასუნთქი აპარატი გვესაჭიროება"

5e7a3d7e9d6d3
თამთა ჯიჯავაძე
24.03.20 20:58
1163
ნიუ-იორკის გუბერნატორის თქმით, შტატში კორონავირუსის გავრცელების დონე იმაზე უარესია, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ენდრიუ კუომო აცხადებს, რომ ფედერალური მთავრობა მათ არ უგზავნიდა საკმარის სამედიცინო აღჭურვილობას კრიზისთან გასამკლავებლად. მისივე განაცხადებით, შტატს 30 000 სასუნთქი აპარატი ესაჭიროება.

შეგახსენებთ, ნიუ-იორკის შტატში ბოლო მონაცემებით, დაინფიცირების 25 000 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაიღუპა 210 ადამიანი.

„ჩვენ გვჭირდება ფედერალური მთავრობის დახმარება და ეს დახმარება გვჭირდება ახლა“, - განაცხადა გუბერნატორმა.

მან ასევე გააკრიტიკა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ეკონომიკას გადარჩენა სჭირდება. მისი თქმით, ის დოლარის საკითხს ადამიანის სიცოცხლეზე წინ არ დააყენებდა.