ნიუ-იორკის ისტორიული სასტუმრო Roosevelt Hotel-ი პანდემიის გამო სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის დაიხურება. სასტუმრო ას წელზე მეტია ქალაქის სიმბოლოს წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, Roosevelt Hotel-ი ამჟამად Pakistan International Airlines-ის მფლობელობაშია. სასტუმროს მფლობელი კომპანია აცხადებს, რომ უპრეცედენტო გარემოების გამო, მათ რთული გადაწყვეტილების მიღება მოუხდათ და სასტუმროს დახურვის შესახებ, შესაბამის უწყებებს მიმდინარე კვირის განმავლობაში ეცნობებათ.
„პანდემიის გამო ნიუ-იორკის ისტორიულ სასტუმროზე, რომელიც ქალაქის სახეს წარმოადგენს, მოთხოვნა კატასტროფულად შემცირდა და შესაბამისად შეწყვეტს ოპერირებას წლის ბოლოსთვის. ამჟამად კომპანიას რაიმე სამომავლო გეგემები სასტუმროსთან დაკავშირებით არ გააჩნია“, - აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.
როგორც გამოცემა წერს, პანდემიის პირობებში სასტუმროს დღეში მხოლოდ 25 თანამშრომელი ემსახურებოდა ნაცვლად 100 თანამშრომლისა.
აშშ-ის დასაქმების დეპარტამენტის განცხადებით, მიმდინარე წელს პანდემიის გამო სასტუმრო ინდუსტრიამ დაახლოებით 7.5 მილიონი სამუშაო ადგილი დაკარგა. აშშ-ის სასტუმროების ასოციაციის განცხადებით, სასტუმროების 74% აცხადებს, რომ კიდევ მეტი თანამშრომლის გათავისუფლება მოუწევთ თუ მთავრობისგან ფინანსურ დახმარებას არ მიიღებენ.
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ