მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიუ-იორკის მერი მოგზაურობის წესებს ამკაცრებს

5f2bee71f2beb
ნათია თაქთაქიშვილი
06.08.20 16:00
940
ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ გადაწყვეტილება მიიღო მოგზაურობის წესების გამკაცრებასთან დაკავშირებით. მიზანი კორონავირუსის პანდემიის ხელახალი ზრდის პრევენციაა. ამის შესახებ ინფრომაციას New York Times-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ქალაქის შესასვლელებში საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოეწყობა, რომელთა მიზანია 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის თაობაზე მგზავრებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებაა.

ბილ დე ბლასიოს განცხადებით, ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია ნიუ-იორკში აშშ-ს დანარჩენ შტატებთან და ქალაქებთან შედარებით.

„ნიუ-იორკმა მოახერხა მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა და არ გვსურს ვირუსის გავრცელების ხელახალი შემთხვევები გაჩნდეს. ამ მიზნით, მოქალაქეები, რომლებიც ქალაქში 35 შტატიდან ჩამოდიან ვალდებული იქნებიან 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი გაიარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი 10,000 აშშ დოლარით დაჯარიმდებიან“, -განაცხადა ბილ დე ბლასიომ.

გამოცემის მიხედვით, ქალაქ ნიუ-იორკის შერიფის ოფისი სხვა სამართალდამცავ უწყებებთან ერთად, დღესვე გახსნიან საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს. ისინი მეგაპოლისში შემავალ მთავარ ხიდებზე, გვირაბებზე და ტრასებზე დამონტაჟდება.

აღსანიშნავია, რომ ოკლაჰომის, მონტანის, მისურის და კიდევ 17 შტატში, ახალი კორონავირუსის შემთხვევების ზრდა ისევ გრძელდება. ქვეყანაში ერთ კვირაზე მეტია, პანდემიის გამო, თითქმის ყოველდღიურად, საშუალოდ 1,000-მდე ადამიანი კვდება. გარდაცვლილთა რაოდენობა შეერთებულ შტატებში დღეისთვის 157,000-ს აჭარბებს.