მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიუ-იორკის მერი: საჯარო სივრცეებში პირბადეები უფასოდ დარიგდება

5eabddc707ca8
ნათია თაქთაქიშვილი
01.05.20 13:02
1385
ნიუ-იორკის მერის ბილ დე ბლასიოს თქმით, მალე ქალაქის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, პარკებსა და სხვა საჯარო სივრცეებში პირბადეები უფასოდ აიღონ. ამის შესახებ ინფორმაციას CBCNews-ი ავრცელებს.

მერმა მოსახლეობას შეახსენა, რომ მნიშვნელოვანია სახის, ცხვირის და პირის დაფარვა საჯარო თავშეყრის ადგილებში.

"გვინდა, გავამარტივოთ ხალხისთვის პირბადეების შოვნა, ამიტომ გადავწყვიტეთ სახის ნიღბები ქალაქის პარკებში უფასოდ დავარიგოთ", - ამბობს მერი.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, 100 000 სახის ნიღბის დარიგება მიმდინარე კვირიდან დაიწყება.

მერის თქმით, ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარეობს, რომ მალე საგრძნობლად დათბება, ხალხი კი ქუჩაში გავა და პარკებს ესტუმრება, ამიტომ როგორც ნიუ-იორკის მერი განმარტავს, ყველას უნდა ჰქონდეს სახე პირბადით დაფარული.

ბილ დე ბლასიოს ცნობით, სამომავლოდ 1 000-ზე მეტი პირი ქალაქის საჯარო სივრცეებს გააკონტროლებს და კიდევ 275 000 პირბადეს დაარიგებს.

ცნობისთვის: მხოლოდ ქალაქ ნიუ-იორკში ახალი კორონავირუსის 165 000 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 12 774 პირი გარდაიცვალა, ხოლო 36 300 გამოჯანმრთელდა. 1 მაისის მონაცემებით, აშშ-ში ვირუსული ინფექცია 1, 095, 304 ადამიანს დაუდგინდა, გარდაიცვალა 63,871, კორონავირუსისგან განიკურნა, ჯამში, 155,737 პირი.