მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიუ-იორკში COVID-19-ის კიდევ ერთი ახალი მუტაცია გამოჩნდა

6037482d1af68
თათია კაკიაშვილი
25.02.21 11:47
660

ნიუ-იორკში მკვლევარებმა COVID-19-ის კიდევ ერთი ახალი მუტაცია აღმოაჩინეს, რომელიც ხელს უშლის სხეულის ბუნებრივი იმუნური რეაქციის თავიდან აცილებას - აგრეთვე მონოკლონური ანტისხეულების მკურნალობის ეფექტებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მკვლევარებმა მუტაციას B.1.526. უწოდეს და განმარტეს, რომ ვირუსის ახალი სახეობა სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ ვარიანტს ჰგავს. მკვლევარების და მედიკოსების განმარტებით, ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ ვირუსის ეს მუტაცია ვაქცინაზე იმუნიტეტის რეაგირებას ასუსტებს.

მედიკოსები ამბობენ, რომ იმ ფონზე, როცა აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, მოულოდნელი არ იყო ახალი ვირუსული შტამების ეტაპობრივი გამოვლენა.

ცნობისთვის, შტატებში ამ დრომდე COVID-19-ის 28 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი და ვირუსის გავრცელება კვლავ ინტენსიურად მიმდინარეობს.