მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიუ-იორკში გასაქირავებელი ბინების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა

5f083fd93ba76
ნათია თაქთაქიშვილი
10.07.20 21:40
1221
უძრავი ქონების სააგენტოს Douglas Elliman-ის ახალი ანგარიშის თანახმად, ნიუ-იორკში გასაქირავებელი ბინების რაოდენობამ ივნისის თვეში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ამის შესახებ ინფრომაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, რეკორდულად გაიზარდა მანჰეტენზე გასაქირავებელი ბინების რაოდენობა, ზრდა დაახლოებით 85%-ია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ასევე მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნება ბრუკლინის და ქუინსის უბნებში, შესაბამისად 57% და 41%, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

გასაქირავებელი ბინების რაოდენობის მატების ფონზე შემცირებულია აპარტამენტების ყოველთვიური ქირა, რაც დაახლოებით 3,378 აშშ დოლარს შეადგენს მანჰეტენზე. ივნისის თვეში კლება დაახლოებით 4.7%-ია გასულ თვესთან შედარებით.

უძრავი ქონების სააგენტოს ხელმძღვანელის ჯონათან მილერის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიამ ბევრი ნიუ-იორკელი აიძულა ქალაქის ცენტრალური უბნიდან საცხოვრებლად გარეუბნებში გადასულიყო.

უძრავი ქონების სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ნიუ-იორკში გასაქირავებელი ბინების რაოდენობის ზრდა ასევე გამოიწვია აშშ-ში საერთაშორისო ვიზიტების შეზღუდვამ. მისი მოსაზრებით, ქალაქმა ასევე დაკარგა მოიჯარეები, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში დაბრუნდნენ, სამუშაო ვიზების გართულების გამო.