11.მარტი .2020 12:51

ნიუ-იორკში კორონავირუსის თემაზე დაგეგმილი კონფერენცია კორონავირუსის გამო გადაიდო

views 285
უკან

ნიუ-იორკში, პარასკევისთვის დაგეგმილი კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა ბიზნესის კეთებას კორონავირუსის ფონზე, კორონავირუსის საფრთხის გამო გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაცის NYpost-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული ღონისძიებისთვის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს უნდა ემასპინძლა. კონფერენციის გადადება დაკავშირებულია ნიუ-იორკში კორნავირუსის გავრცელების მომატებულ შემთხვევებთან.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ქალაქში გაუქმდება სხვა ღონისძიებებიც, როგორიცაა: New York City marathon და New York International Auto Show.

New York International Auto Show-ს ყოველწლიურად, დაახლოებით, 1 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს. წელს აღნიშნული ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო აპრილში, მაგრამ მიმდინარე მოვლენების გამო ავტო შოუ 28 აგისტოდან - 6 სექტემბრამდე გაიმართება.

11 თებერვლის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,010 შეადგინა, ბოლო 24 საათში გამოვლენილ იქნა 16 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 31 ადამიანი, ხოლო განიკურნა 964 ინფიცირებული.