მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიუ-იორკში ქართული კაფე-საცხობი „ალუბალი“ გაიხსნა - რას სთავაზობს სტუმრებს ახალი ობიექტი?

6481e5cea7312
ვიქტორია მღებრიშვილი
07.06.23 23:55
3739
ამერიკაში, კონკრეტულად კი ნიუ-იორკის ცენტრალურ რაიონში ბრუკლინში რამდენიმე კვირაა, რაც ქართული კაფე-საცხობი „ალუბალი“ გაიხსნა“. 50-მდე დასახელების ქართული კერძი, აქედან 5 სახეობის ხაჭაპური, დესერტები და ქართველი მზარეულის მიერ სპეცშეკვეთით მომზადებული ხინკალი - ამ ყველაფრის დაგემოვნებას, ქართულ სამზარეულოს მონატრებული ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს უკვე ახალ კვების ობიექტშიც შეეძლებათ.

ახალი კაფე-საცხობის გახსნის შესახებ BM.GE მის ერთ-ერთ დამფუძნებელს მარიტა მაზანიშვილს ესაუბრა. როგორც ის აღნიშნავს, დასთან და მეუღლეებთან ერთად კაფეს გახსნის იდეა დიდი ხანია ჰქონდათ და მის განხორციელებაში კულინარიისადმი ანას სიყვარულმაც შეუწყო ხელი.

„მე და ჩემი და ნიუ-იორკში ჩვენი ოჯახებით ვცხოვრობთ, მეუღლეებთან და ჩემს დისშვილთან ერთად. ყოველთვის გვქონდა ოცნება და მიზანი, ჩვენი ქვეყნის სამზარეულო ნიუ-იორკის მრავალფეროვანი მოსახლეობისთვის გაგვეცნო. ზოგადად ოთხივე სხვადასხვა სფეროების წარმომადგენლები ვართ, ამიტომ ყველამ ჩვენი შესაბამისი როლები გადავინაწილეთ და როდესაც ჩვენი იდეის განხორციელება გადავწყვიტეთ ფინანსური და იურიდიული კუთხით ჩატარებული კვლევის შემდეგ შევარჩიეთ ლოკაცია, რადგან ნიუ-იორკში კვების ობიექტის გახსნა ხანგრძლივ ბიუროკრატიულ პროცესებთანაა დაკავშირებული. ნიუ-იორკის მცირე ბიზნესის დეპარტამენტის წარმომადგენელთან კვების ინდუსტრიაში მყოფ სხვა ბიზნეს მფლობელებთან, ბანკის წარმომადგენლებთან კონსულტაციები გავიარეთ და რამდენიმე თვის განმავლობაში ყოველდღიური მუშაობის შემდეგ მიზანსაც მივუახლოვდით“, - იხსენებთ კაფე-საცხობის ერთ-ერთი დამფუძნებელი.


ასე გახდნენ ანა და მარიტა მაზანიშვილები ნიუ-იორკში ქალი მეწარმეები და ქართული კულინარიის წარმომადგენლები აშშ-ში. დებმა კაფე-საცხობში პირველი სტუმრები სიმბოლურად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს მიიღეს. ამ დროისთვის კაფეს შიდა და გარე სივრცეებში 15 სტუმრის მიღება შეუძლია და ამასთან შეკვეთის თან წაღებაც უკვე მიღებული პრაქტიკაა. მარიტა მაზანიშვილი ამბობს, რომ კაფისადმი ინტერესი ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში საკმაოდ დიდია.

„ჩვენი კაფე-საცხობი სამხრეთ ბრუკლინში, ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ავენიუზე მდებარეობს. ზოგადად ბრუკლინი და განსაკუთრებით ჩვენი უბანი მოსახლეობის მხრივ ძალიან ინტერნაციონალური და ჭრელია. შესაბამისად, ჩვენი კაფე-საცხობის მთავარი იდეა, პირველ რიგში, ქართულ საზოგადოებისთვის, რომელიც ძალიან დიდია ნიუ-იორკში გემრიელი ქართული სამზარეულო შეთავაზება და ამასთან, ნიუ-იორკის მრავალფეროვანი მოსახლეობისთვის ქართული ავთენტური სამზარეულოს გაცნობაა. ჩვენი მისამართია 3078 Coney Island Ave, Brooklyn, NY, 11235. ჩვენს შენობაზე ორი დიდი ქართული დროშა ფრიალებს, ქართველები დროშით გვცნობენ ხოლმე და უცხოელებს კი ვუხსნით რომელი ქვეყნის დროშაა, ვინ ვართ და სხვა ყველაფერთან ერთად როგორი განსაკუთრებული სამზარეულო გვაქვს.



"ალუბალი" სტანდარტულად მხოლოდ კაფე ან მხოლოდ საცხობი არ არის. ჩვენი კონცეფცია ორივეს აერთიანებს. "ალუბალის" სტუმრებს შეუძლიათ მიიღონ უკვე გამზადებული, to go საკვები, რადგან ნიუ-იორკული რეჟიმიდან გამომდინარე ყოველთვის ყველას ეჩქარება. დარეგისტრირებული ვართ ისეთ პლატფორმებზე როგორებიცაა UberEats, Doordash, Grubhub და ასევე ჩვენს ერთულ კლიენტებს ვთავაზობთ ჩვენივე დელივერის სერვისს. მომავალში Catering მომსახურების დამატებასაც ვგეგმავთ, რადგან ბევრი ქართული ბიზნესი ამ კუთხით ჩვენთან თანამშრომლობითაა დაინტერესებული“, - აღნიშნა მარიტა მაზანიშვილმა.