მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიუ-იორკში სოციალური დისტანცირების წესების დარღვევისთვის ჯარიმა $500-ია

5e81b4d65fd5e
ნათია თაქთაქიშვილი
30.03.20 13:22
820
ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ ოფიციალური მიმართვისას განაცხადა, რომ დღეიდან ის პირები, რომლებიც უარს განაცხადებენ სოციალური დისტანცირების წესების დაცვაზე, 500 აშშ დოლარით დაჯარიმდებიან. ამის შესახებ CNN-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ნიუ-იორკის მერმა ჯარიმების დაწესების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ნიუ-იორკში კორონავირუსით ინფიცირების 32,308 შემთხვევა იქნა გამოვლენილი და გარდაცვალების 678 ფაქტი დადასტურდა.

„ძალიან დიდი ხანია ვაფრთხილებთ ჩვენი ქალაქის მოსახლეობას... თუ ვინმე არ დაემორჩილება წესებს, ისინი ნამდვილად იმსახურებენ ჯარიმას“, - განაცხადა ბილ დე ბლასიომ.

ნიუ-იორკის მერმა ასევე აღნიშნა, რომ ქალაქის პარკებს ამ ეტაპზე არ დახურავს, მაგრამ მუშები მოხსნიან პარკებში იმ აღჭურვილობას, რომლებიც ხალხს იზიდავს და მათი თავშეყრის ადგილად აქცევს; მაგალითად, როგორც ეს უკვე მოხდა კალათბურთის 80-მდე მოედანზე.