მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიუ-იორკში ყველა დასაქმებული 27 დეკემბრამდე აცრილი უნდა იყოს

61af5aee7d45a
თათია კაკიაშვილი
07.12.21 21:30
1533
ნიუ-იორკის მერის განცხადებით, ქალაქში ყველა დასაქმებული 27 დეკემბრამდე აცრილი უნდა იყოს, თუკი მათ სამსახურებში გასვლა სურთ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს წესი ამ დროისთვის საჯარო სამსახურში დასაქმებულებისთვის უკვე მოქმედებს და ახლა ჯერი კერძო სექტორზეა.

მერის განცხადებით, ნიუ-იორკი იქნება აშშ-ის პირველი ქალაქი, სადაც ვაქცინა სავალდებულო იქნება კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის, რაც, დაახლოებით, 184,000 ბიზნესოპერატორზე მოახდენს გავლენას.

ცნობისთვის, საჯარო სექტორში დასაქმებულთა სავალდებულო ვაქცინაცია ძალაში შემოდგომაზე შევიდა, რასაც საზოგადოების მხრიდან ხმაურიანი წინააღმდეგობა მოჰყვა და ზოგიერთმა მოქალაქემ სამსახური დატოვა. თუმცა სავალდებულო ვაქცინაციის პოლიტიკამ ქვეყანაში შედეგი გამოიღო და ვაქცინაციის მაჩვენებლები გაიზარდა.