19.მარტი .2020 16:20

„ნიუ ვიჟენ“ საუნივერსიტეტო კლინიკა სამედიცინო მასალების მიმწოდებელ კომპანიებს მიმართავს

views 129
უკან

„ნიუ ვიჟენ“ საუნივერსიტეტო კლინიკა სამედიცინო მასალების მომწოდებელ კომპანიებს მიმართავს. როგორც კლინიკის წარმომადგენელმა პრემიერისა და კერძო საავადმყოფოების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მომწოდებლებმა რთულ დროს კლინიკებში მასალები სწორად უნდა გაანაწილონ. 

„ჩვენ მზად ვართ ჩვენს ხელთ არსებული რესურსით ჩავერთოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და საზოგადოებას აღმოვუჩინოთ შესაბამისი დახმარება. ჩვენ გვაქვს 125 საწოლი და 18 სასუნთქი აპარატი. პრემიერთან გამართულ შეხვედრაზე ვისაუბრეთ პრობლემაზე, რომელიც ყველა კლინიკას აქვს და ეს არის სახარჯი მასალების დეფიციტი ბაზარზე. მივიღეთ მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა მოხდეს  კლინიკების შესაბამისი სახარჯი მასალებით აღჭურვა. მინდა მოვუწოდო მომწოდებელ კომპანიებს, რომ ასეთ დროს მათი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია სახარჯი მასალების სწორი განაწილება. მათ მასალები ერთ ან ორ კლინიკაზე არ უნდა გაანაწილონ და მნიშვნელოვანია, რომ ამ რთულ სიტუაციაში მათ მოახდინონ სახარჯი მასალების სწორი ალოკაცია“, - განაცხადა „ნიუ ვიჟენის“ წარმომადგენელმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა