მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია გარემოვაჭრეების გადაყვანას სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდანაც გეგმავს

6231a8554398b
მარიამ ვარადაშვილი
16.03.22 13:11
889
თბილისის მერია მეტროსადგურ „სამგორის“ ტერიტორიის, კერძოდ, ნავთლუღის ბაზრობის მიმდებარე სივრცის მოწესრიგებას იწყებს.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„გვინდა, მოვაწესრიგოთ მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორია, კერძოდ, ნავთლუღის ბაზრობის მიმდებარედ არსებული სივრცე.

მინდა, დავავალო მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, კახა გულედანს და ისნის რაიონის გამგებელს, ნიკოლოზ ელისაშვილს, დაიწყონ კომუნიკაცია გარემოვაჭრეებთან, ასევე, ადგილობრივი ბაზრობების ხელმძღვანელობასთან, რათა მოხდეს ამ ადამიანების გადაყვანა ბაზრობის ტერიტორიაზე, ასევე, მოწესრიგდეს ის ჯიხურები, რომელიც ხელს უშლის ადამიანების გადაადგილებას.

უბრალოდ, ფიზიკურად შეუძლებელია ფეხით გავლა“, - განაცხადა კალაძემ.