მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინც გადადგომისკენ მომიწოდებს, მას თავისი საქმე ჩემზე უკეთ უკეთებია? - გამყრელიძე

60d45b22d14a0
ინგა მურუსიძე
24.06.21 14:20
2458
"თუ მოსახლეობა მეტყვის, რომ მოვალეობას ვერ ვასრულებ, თანამდებობიდან წავალ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომლის თანახმად, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები NCDC-ს ხელმძღვანელს პოლიტიკურ პასუხისმგებლობის აღებისა და თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდებენ.

„არც პოლიტიკურ და არც პიროვნულ პასუხისმგებლობას არასოდეს გავურბივარ. მე უფრო მაღალი თანამდებობებიდან წავსულვარ, ვიდრე დღეს მიკავია, ამიტომ არც მაშინებს ეს და არც მაკვირვებს. უბრალოდ, მაინტერესებს, ვინც ამისკენ მომიწოდებს, იმას უკეთებია თუ არა თავისი საქმე იმაზე უკეთესად, ვიდრე მე დღეს ვაკეთებ.

თუ ისინი მეტყვიან, რომ უკეთესად ჩამანაცვლებენ და ჩემი პოზიციის დაკავება უნდათ, მათ რჩევას მივიღებ. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე და როცა მოსახლეობა მეტყვის, რომ უნდა წავიდე, რადგან ვერ ვასრულებ ჩემს მოვალეობას, წავალ“, - განაცხადა გამყრელიძემ.