მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უწერაში სასტუმრო RADISSON გაიხსნება - ონის მერი

6269327f53ae4
მარიამ იზორია
27.04.22 16:15
3336
ონის მუნიციპალიტეტის კურორტ უწერაში, რედისონის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება. 85-ნომრიანი სასტუმრო ყოფილი სანატორიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება.

როგორც bm.ge-ს ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგო ხიდეშელმა განუცხადა, საერთაშორისო ოპერატორ "რედისონთან" მიმდინარე მოლაპარაკება თითქმის დასრულებულია და სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, ამასთან ამ დროისთვის რამდენიმე დეტალზე, მათ შორის უწერას ტერიტორიაზე გაზის შეყვანის საკითხზე მუშაობენ.

მისივე თქმით, პროექტს ქართული კომპანია რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიციით ახორციელებს, თუმცა საბოლოო შეთანხმებამდე მერი კომპანიის ვინაობას არ ასახელებს. მერის ინფორმაციითვე, კონსულტაციით საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძეა ჩართული. 

 

“მიმდინარე სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ჩემი ინფორმაციით, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო სასტუმრო 85 ნომერს, აუზს, გამაჯანსაღებელ სპა-ცენტრს და რესტორანს გააერთიანებს. ოპერატორებთან სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს" - აცხადებს ონის მერი.