მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან ბოლნისის რაიონის სოფელ გეტაში მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოიხსნება

5ee72f6274dae
ინგა მურუსიძე
15.06.20 12:19
1095
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, დღეიდან ბოლნისის რაიონის სოფელ გეტაში მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოიხსნება. როგორც მეზრვიშვილმა განაცხადა, გადაწყვეტილება უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე იქნა მიღებული.

გარდა ამისა, მეზვრიშვილმა მთავრობის სახელით მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა სიფრთხილისკენ.

შეგახსენებთ: სოფელი გეტა რთული ეპიდემიოლიგიური მდგომარეობის გამო 15 მაისს ჩაიკეტა.