ნობელის პრემიის მფლობელები წელს ეკონომიკის დარგში ამერიკელი ეკონომისტები - რობერტ უილსონი და პოლ მილგრომი გახდნენ, მათ ნობელის პრემია აუქციონის თეორიის მიმართულებით შესრულებული მნიშვნელოვანი სამუშაოების გამო მიიღეს.
როგორც Forbes-ი წერს, ეკონომისტებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს აუქციონების მუშაობის პრინციპები და დახვეწეს აუქციონების ჩატარების თეორია. ამის შესახებ შვედეთის მეცნიერებათა აკადემიის გენერალურმა მდივანმა გორან ჰანსონმა განაცხადა.
"მათმა აღმოჩენებმა სარგებელი მოუტანეს გამყიდველებს, მყიდველებს და გადასახადის გადამხდელებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, – აღნიშნულია ნობელის პრემიის კომიტეტის განცხადებაში.
როგორც შვედეთის მეცნიერებათა აკადემია აცხადებს, მილგრომისა და უილსონის მიერ შექმნილი თეორია დაეხმარება მსოფლიოს ჰქონდეს ახალი დიზაინის აუქციონების ფორმატები, რომელიც საშუალებას იძლევა გაყიდონ ისეთი პროდუქტი, როგორიცაა რადიო სიხშირე, თევზაობის კვოტა, აეროპორტებში დაფრენის ნებართვები და სხვა მსგავსი პროდუქტები და სერვისები.
ცნობისთვის, ნობელის პრემიის მოცულობა 2020 წელს 10 მილიონი შვედური კრონია, რაც დაახლოებით $1.1 მლნ-ს უდრის. გასულ წელს, ცოტათი ნაკლები – $950 000 იყო.
ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ტრადიციული ცერემონიალი ყოველ წელს სტოკჰოლმში დეკემბრის თვეში იმართება. თუმცა, ამჯერად აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის გამო ჩატარდება ონლაინ რეჟიმში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?