მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში რეკორდული რაოდენობის კანდიდატები არიან წარდგენილი

56d7df2950e02
BM.GE
03.03.16 10:51
1516
ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ნომინანტია წარდგენილი. ამ დროისათვის მონაცემი რეკორდულია და ის 376 კანდიდატს შეადგენს. ნომინანტებს შორის 228 ადმიანი და 148 ორგანიზაციაა. წინა რეკორდი ნომინირებულთა რაოდენობის მხრივ 2014 წელს დაფიქსირდა, მაშინ ნობელის მშვიდობის პრემიაზე 278 კანდიდატი იყო წარდგენილი.
 
თავად ნობელის პრემიის კომიტეტი არ ასაჯაროვებს იმ პირებს ვინც სიაში ხვდება, ვადა ინფორმაციის დახურულობის ნომინაციიდან 50 წლის განმავლობაში ითვლება. თუმცა ამ ინფომაციის გასაჯაროვება შეუძლიათ მათ ვინც კანდიდატების წარდგენას ახდენს. The Wall Street Journal-ს ინფორმაციით, კანდიდატებს შორის მოხვდნენ ედვარდ სნოუდენი და დონალდ ტრამპი. Telegraph-ი წერს, რომ ამ სახელებს და გვარებს შორისაა რომის პაპი ფრანცისკე და გერმანიის კანცლერი ანგელა მარკელი, ასევე მსახიობი სიუზან სარანდონი და საბერძნეთის მოსახლეობა რომლებმაც მიგრანტებს თავშესაფარი მისცეს.