30.ნოემბერი.2015 13:18
ბიზნესი

ნოდარ ებანოიძე: რეგულირების გავლენის შეფასება სავალდებულო უნდა იყოს

ნოდარ ებანოიძე: რეგულირების გავლენის შეფასება სავალდებულო უნდა იყოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნოდარ ებანოიძეს განცხადებით, რეგულირების გავლენის შეფასება სავალდებულო უნდა იყოს. როგორც ებანოიძემ გადაცემა "ბიზნესკონტაქტში" განაცხადა, დღეს საქართველოს კანონმდებლობაში მსგავსი მუხლი არ არის. თამბაქოსა და სპირტიან სასმელებზე აქციზის განაკვეთის ზრდის თემის კომენტირებისას, ებანოიძემ განაცხადა, რომ აქციზი გადასახადი იმ ტიპს არ მიეკუთვნება, რომელიც რთულ პროცედურას ითვალისწინებს.
 
"ჩვენ ალბათ უნდა მივიდეთ ჩვენს კანონმდებლობაში იმის დარეგულირებისკენ, რომ რეგულირების გავლენის შეფასება უნდა იყოს სავალდებულო. ჩვენ კანონს დღეს არ ვარღვევთ, - აქციზი არ არის გადასახადის ის სახე, რომელიც სავალდებულო რეფორენდუმს ითხოვდეს ან ამ გადასახადის გაზრდა იწვევდეს გარკვეულ რთულ პროცესს. ნებისმიერ ცვლილებას სჭირდება რეგულირების გავლენის შეფასება და ხანგრძლივი სტრატეგია", - განაცხადა ებანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ თამბაქოსა და სპირტიან სასმელებზე აქციზი 2016 წლის 1 იანვრიდან იზრდება. ბიზნესის ნაწილი კი ამბობს, რომ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ, მათ ინფორმაცია წინასწარ არ ჰქონდათ.

25.აპრილი.2019 10:58
40

აღსრულების ეროვნული ბიურო: გამარტივებულ საქმისწარმოებაზე მოთხოვნა იზრდება

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:00
265

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
12.აპრილი.2019 19:45
382

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად
03.აპრილი.2019 09:00
1027

"კუმისის" დამფუძნებელმა მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა

ვრცლად
02.აპრილი.2019 22:05
423

"კუმისის" დამფუძნებელი: ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს ბავშვობაში კვერცხის ჭამას აძალებდნენ

ვრცლად
02.აპრილი.2019 21:20
1130

პარიზში ქართველი ქალი მეღვინეების ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა

ვრცლად